ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უზენაესი სასამართლო ტრამპის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავს


შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმეს მოისმენს. საქმეზე, დაბალი ინსტანციის სამმა სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პრეზიდენტის მხარემ ეს გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ტრამპი წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე კომიტეტის და ნიუ-იორკის პროკურორის მიერ მისი საგადასახადო და ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნას ასაჩივრებს.

კონგრესის და პროკურორის დამავალდებულებელი მოთხოვნები საბუღალტრო ფირმა „მაზარის“ და „დოიჩე ბანკისა“ და „კაპიტალ უანის ბანკის“ დოკუმენტაციას ითხოვს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის ფინანსურ საქმიანობას ეხება.

ტრამპი ცდილობს მისი პერსონალური და კორპორაციული ფინანსები არ გაასაჯაროოს. ეს კი ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას არღვევს, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო კანდიდატები საკუთარ საგადასახადო ისტორიას ასაჯაროებდნენ.

დაბალი ინსტანციის სამივე სასამართლომ გადაწყვეტილებები ტრამპის წინააღმდეგ მიიღეს და პრეზიდენტს ინფორმაციის კონგრესისთვის და ნიუ-იორკის პროკურორისთვის გაგზავნა სთხოვეს. თუმცა, პრეზიდენტის იურისტებმა საქმე აპელაციაზე უზენაეს სასამართლოში გაგზავნეს და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ ინსტანციიდან ელოდებიან.

ინფორმაციის მოთხოვნა ორ ძირითად თემას უკავშირდება. ერთი, რომელსაც კონგრესი იძიებს, საბანკო სისტემაში ისეთ არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება, როგორიც ფულის გათეთრებაა. კონგრესს სურს დაადგინოს საჭიროა თუ არა ახალი კანონმდებლობა ამ მიმართულებით.

მეორე საკითხი კი ისაა, გადაუხადა, თუ არა პრეზიდენტის ყოფილმა იურისტმა მაიკლ კოენმა ფული ორ ქალს დუმილის შენარჩუნებისთვის. ბრალდების თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის ადვოკატმა მათ ფული გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრათ შესაძლო რომანტიულ ურთიერთობებზე, რომლებიც მათთან ტრამპს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქორწინებაში იმყოფებოდა.

უზენაესი სასამართლო განიხილავს იმას, თუ რამდენად კონსტიტუციური იყო კონგრესის მიერ მესამე მხარისთვის დამავალდებულებელი მოთხოვნის გაგზავნა პრეზიდენტის კერძო ინფორმაციის მისაღებად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG