ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": არჩევნების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" განცხადებას აქვეყნებს და კოვიდ 19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოებას, გარდა ჯანდაცვის და ეკონომიკური საკითხებისა, მოუწოდებს არ დაივიწყონ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებლი, სასიცოცხლო საკითხები. ამ საკითხებს შორის, ორგანიზაცია არჩევნებს და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ასახელებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თქმით, დღეს სრულად გაუგებარია როგორ გაიმართება არჩევნები 6 თვეში, ან რა ცვლილებები შევა კოდექსში. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, საზოგადოებას კონკრეტული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რა ხდება არჩევნების საკითხთან დაკავშრებით.

განცხადების ბოლოს, "საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG