ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის ქმედებას გმობს


გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის ქმედებას გმობს
გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის ქმედებას გმობს

ევროპელები პალესტინის ტერიტორიაზე და აღმოსვლეთ იერუსალიმში მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ

სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე ევროპის ქვეყნებმა ისრაელის მიერ უკანონო მშენებლობების გაფართოება და პალესტინელებზე იერიშის მიტანა დაგმეს.

საბჭოს წევრების უდიდესმა ნაწილმა ევროპელთა მოსაზრებას მხარი დაუჭირა. გასული წლის თებერვალში შეერთებული შტატები იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაეროს რეზოლუციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტო დაადო. სამშაბათსაც ამერიკა პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დუმილით ისმენდა გაეროს ოფიციალური პირების გაფრთხილებას იმის თობაზე, რომ ისრაელის მიერ მშენებლობის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გამყარებას რისკის ქვეშ აყენებს.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პორტუგალიის და გერმანიის ლიდერობით ევროპელები პალესტინის ტერიტორიაზე და აღმოსვლეთ იერუსალიმში მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. ისინი გმობენ ახალმოსახლეთა მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტებს, რომელთა შორის მეჩეთების დაწვაცაა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მიერ გახმოვანებული მოთხოვნა, რომელსაც 120 ქვეყანა უჭერს მხარს, სამშაბათს ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ მოიწონა.

XS
SM
MD
LG