პანდემიის მიუხედავათ, სამხრეთ კორეელები, ნიღბებით და ხელთათმანებით შეიარაღებულნი და სოციალური დისტანცირების დაცვით, ჩადგნენ რიგში რათა, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ვირუსთან წარმატებული ბრძოლის მოდელია. სეულმა კოვიდ-19-ის გავრცელების შენელება მოახერხა.
სამხრეთ კორეა, არჩევნების წინ ეცადა სხვადასხვა ზომები მიეღო, რათა საპარლამენტო არჩევნებს ვირუსის ხელახალი გავრცელების ტალღა არ მოჰყოლოდა. საარჩევნო უბნებზე, კომისიის წევრები მოსახლეობას სიცხეს უზომავდნენ, ხელების დეზინფექციას და ერთჯერად ხელთათმანებს სთავაზობდნენ. მათ, ვისაც სიმპტომები ჰქონდათ, სხვა საარჩევნო კაბინაში გზავნიდნენ, ხოლო უსიმპტომო ამომრჩეველს სხვაგან. ისინი ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხმის მიცემას საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ მისცემენ.
დღევანდელი არჩევნები, კორეის პრეზიდენტისთვის გარკვეულწილად რეფერენდუმია. მუნ ჯაე-ინის რეიტინგი, ქვეყნის კორონავირუსთან წარმატებული გამკლავების გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა და 50 პროცენტს გასცდა.
სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ვირუსი თავს დიდი სიმძლავრით დაატყდა, თუმცა სეულმა მალევე შეძლო მისი კონტროლი და სამხრეთ კორეა ახლა მოდელია იმის, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის შეჩერება. სეულის მიდგომის წარმატების საფუძველი მასობრივი ტესტირება, მონაცემების შესწავლის ტექნიკური სქემა და ვირუსის მქონე პირების ან მათ ვინც ვირუსის მქონე პირთან კონტაქტში იყვნენ ეფექტური იზოლაცია და მკურნალობაა. ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი სამხრეთ კორეაში ახლა 30-მდე დავიდა. ქვეყანა ეკონომიკის ამუშავებას განიხილავს.
არჩევნების ჩატარების მიუხედავად, არსებობდა შეშფოთება იმაზე, რომ ბევრს შეიძლება არ მიეღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების გამო. არჩევნებმა აჩვენა, რომ ბევრ კორეელს რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, პრობლემა შეექმნა, იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ საკუთარ ტერიტორიებზე. ხმის მიცემა გაუჭირდათ ასევე საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს, მათ მისცეს უფლება ბიულეტენი ფოსტით გაეგზავნათ, თუმცა მათ მხოლოდ ხუთდღიანი რეგისტრაციის ვადა მისცეს.
მიუხედავად გამოწვევებისა, სეულმა მოახერხა არჩევნების ჩატარება. სამხრეთ კორეის გამოცდილება, შეიძლება ბევრი ქვეყნისთვის გახდეს გზამკვლევი იმის, თუ როგორ უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება კორონავირუსის პირობებში.
Facebook Forum