სოციალური მედიის მომხმარებლების უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია წელს უკვე მე-10 ჩატარდა ტორონტოში, კანადაში. თემა უსაფრთხოებისა და ნდობის საკითხებს შეეხებოდა. „ხალხი აანალიზებს სოციალური პლატფორმების მნიშვნელობასა და პოტენციურ ნეგატიურ გავლენას მათ ცხოვრებასა და საზოგადოებაზე“ თქვა ანატოლი გრუზდმა, რეიერსონის უნივერსიტეტის პროფესორმა.
კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა იმანაც განაპირობა, რომ მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უბრალოდ, მომხმარებლებს უწევთ გაუმკლავდნენ სოციალური მედიის ნეგატიურ ეფექტს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის სამიტი ჩაატარა თეთრ სახლში, სადაც თქვა, რომ ტვიტერი, ფეისბუქი და სხვა სოციალური ქსელები მიკერძოებულები არიან მის მიმართ.
Facebook Forum