ევროკავშირი აცხადებს, რომ ივლისიდან შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალ ტარიფებს აამოქმედებს, რაც ამერიკის მიერ ევროკავშირიდან იმპროტირებულ ფოლადზე და ალუმინზე ახალი ტარიფების საპასუხოდ მოხდება.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროს სეფცოვიჩმა ახალი ტარიფების შესახებ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
სეფცოვიჩის სიტყვებით: „ეს, მოზომილი და პროპორციული პასუხია შეერთებული შტატების მიერ მიღებულ ერთპიროვნულ და უკანონო გადაწყვეტილებაზე, დააწესოს ტარიფები ევროპული ფოლადის და ალუმინის ექსპორტზე“.
ევროკავშირმა იმ ნაწარმის ფართო სია შეადგინა, რომელზეც იმპორტზე ახალი გადასახადები გავრცელდება, მათ შორისაა ჯინსები, მოტოციკლები და ვისკი. ამ ნაწარმის ღირებულება 3 მილიარდ დოლარზე მეტია.
Facebook Forum