ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩი რუსეთში ამერიკული სააგენტოების შეზღუდვის გეგმას აკრიტიკებს


რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა მოსკოვის ნაბიჯი გააკრიტიკა, რომლითაც ის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ცხრა საინფორმაციო ორგანიზაციას აიძულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“.

მან განაცხადა, რომ ეს ბევრად უფრო „შორს მიდის“ იმ მოთხოვნასთან შედარებით, რაც შეერთებული შტატების მთავრობას კრემლის მიერ დაფინანსებულ „არ-თი“ სატელევიზიო ქსელის მიმართ ჰქონდა.

პარასკევს, ელჩმა ჯონ ჰანთსმენმა, „ამერიკის ხმის“ და „რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ მოსკოვის ბიუროში სტუმრობისას თქვა, რომ რუსეთის რეაქცია „თანაბარმნიშვნელოვანი საპასუხო ქმედება“ არანაირად არ არის და ახალი ამბების სააგენტოების რეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუ ის ცხოვრებაში გატარდება, „რუსეთში მუშაობას პრაქტიკულად შეუძლებელს“ გახდის.

მან თქვა, რომ 80 წლის წინ მიღებული კანონი, „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის“ შესახებ, რომლის თანახმადაც „არ-თის“ დარეგისტრირება მოსთხოვეს, გამჭვირვალობას უწყობს ხელს და სატელევიზიო ქსელის შეერთებულ შტატებში მოქმედებას არ ზღუდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG