ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია სააგენტომ, ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფხენიანმა წარმატებით გამოსცადა „ხმელეთი-ზღვა ტიპის“ ფრთოსანი რაკეტა. სააგენტოს თქმით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რაკეტებმა მოახერხეს მცურავი სამიზნის იდენტიფიკაცია და განადგურება. ეს უკანასკნელი თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდის მეოთხე შემთხვევაა და გაეროს მიერ გასულ კვირას ფხენიანისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოსდევს.
Facebook Forum