ერაყის ოფიციალური მედიის ცნობით, 5 თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად კვირას სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ დაჭრილთა რაოდენობა 20-ს აღემატება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ რეგიონში მსგავს აფეთქებებს როგორც წესი, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს.
ინციდენტი შიიტების წმინდა ქალაქად მიჩნეულ ქარბალადან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე დასახლებაში მოხდა. გამოძიების მონაცემებით, თავდამსხმელები „კალაშნიკოვის ავტომატებით და ხელყუმბარებით“ იყვნენ შეიარაღებული. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, დანარჩენები უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.