ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ერაყში ქურთების პოზიციები დაბომბა


თურქეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს, თურქეთის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 20 ქურთი მებრძოლი იქნა მოკლული.

საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” იუწყება, რომ თურქულმა ეფ-16-მა თავდასხმა ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებზე მიიტანა, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში მთიან რეგიონ ჰაკურკში იყვნენ გამაგრებული. ეს რეგიონი თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც თურქეთის მთავრობამ და ქურთისტანის მუშათა პარტიამ 2013 წელს მიაღწიეს, 2015 წლის ივლისში დაირღვა.

თურეთის საჰაერო ძალებს ქურთი მებრძოლების პოზიციებზე ხშირად მიაქვს იერიშები. საპასუხოდ, ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ახორციელებს თავდასხმებს.

XS
SM
MD
LG