ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ინდიანაში ყურადღებას ჩინეთზე ამახვილებს


ამერიკის პრეზიდენტის პოსტისთვის მებრძოლი დონალდ ტრამპი მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. რესპუბლიკელი პრეტენდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები თავს ვეღარ მისცემს იმის უფლებას, რომ ჩინეთმა მისი „გაუპატიურება გააგრძელოს“. ინდიანის შტატში მიმდინარე კამპანიის დროს გაკეთებულ გამოსვლაში უძრავი ქონების მაგნატმა პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში ის ჩინეთზე ფინანსურ დამოკიდებულებას შეცვლის.

ინდიანაში სამშაბათის პრაიმერების წინ ჩატარებულ რამდენიმე გამოკითხვას დონალდ ტრამპი ლიდერობს. ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ და „მარისტის“ გამოკითხვებში ის სენატორ ტედ კრუზს 15 პროცენტით უსწრებს. ნომინაციის მოსაპოვებლად ტრამპს დელეგატთა უმრავლესობის, 1, 237 ხმა ჭირდება. მას ამ ეტაპზე 996 ხმა აქვს მოპოვებული. მეორე ადგილზე 565 ხმით სენატორი ტედ კრუზია, მესამეზე კი 153 ხმით გუბერნატორი ჯონ კეისიქი.

XS
SM
MD
LG