ორგანიზაცია „ქართულმა ცენტრმა“ ვაშინგტონში გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიებაზე ქართველი შემოქმედების ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხები საქართველოში საქველმოქმედო პროექტებს და ხელოვნების თერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრს მოხმარდება.