ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე ახალი ცენტრი გაიხსნა


2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული იერიშის შემდეგ დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობის ადგილს ნიუ-იორკში სატრანზიტო ცენტრი იკავებს. დღეს შეერთებული შტატების უდიდეს მეგაპოლისში მისი ნაწილობრივი გახსნა აღნიშნეს. სატრანზიტო ცენტრი ერთგვარი სატრანსპორტო ჰაბია, რომელიც მეტროს 11 ხაზს ერთმანეთთან აკავშირებს. მასში ბევრი სავაჭრო პუნქტიც განთავსდება.

ახალი ცენტრი დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დაჯდა, თავიდან დაგეგმილზე თითქმის ორჯერ მეტი, რითაც ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის საერთო ღირებულებას გაუთანაბრდა. სატრანზიტო ცენტრი ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას პროექტით აშენდა. ექსტერიერის დიზაინის მთავარი ელემენტები თეთრი ლითონის ჩონჩხი და მინის კედლების კომბინაციაა.

XS
SM
MD
LG