ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ


დღეს ბრიტანელი კანონმდებლები იმ პეტიციის შესახებ მსჯელობენ, რომელსაც ხელი 500 ათასმა ადამიანმა მოაწერა. პეტიცია შეერთებული შტატების რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისთვის ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას ითხოვს.

გასულ თვეში მილიარდერმა უძრავი ქონების მაგნატმა და მოწინავე რესპუბლიკელმა კანდიდატმა საერთაშორისო აღშფოთება იმით გამოიწვია, რომ როგორც თვითონ თქვა, „სანამ ქვეყნის კანონმდებლები გაერკვევიან თუ რა ხდება“, შეერთებულ შტატებში ყველა მუსლიმის შესვლა უნდა აიკრძალოს.

ამ აკრძალვისკენ მან 2 დეკემბრის მასობრივი მკვლელობის შემდეგ მოუწოდა, როცა ორმა რადიკალმა მუსლიმმა კალიფორნიაში 14 ადამიანი მოკლა.

XS
SM
MD
LG