ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ეკონომისტები მედვედევს აკრიტიკებენ


რუსმა ეკონომისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ოპტიმისტური შეფასებები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ეხება. ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს რუსეთის ტელევიზიებმა გადასცეს, მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობის ხელთ არსებული მონაცემებით, ეკონომიკური რეცესია შეჩერებულია და 2016 წლიდან ზრდა დაიწყება.

რუსი ეკონომისტები ამგვარ განცხადებას ზედმეტად ოპტიმისტურს და ეკონომიკური რეალობიდან მოწყვეტილს უწოდებენ. ანდრეი მოვჩანის, კარნეგის მოსკოვის ცენტრის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თქმით, რუსეთში “ყველა ავტორიტეტული პირი ხმას იმაღლებს და აცხადებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემი კლებას გააგრძელებს”. მათ შორისაა რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომელიც 2017 წლამდე ზრდის პროგნოზს არ აკეთებს.

რუსეთის ეკონომიკა ყველაზე მეტად ნავთობის ექსპორტის შემცირებით დაზარალდა. ნავთობის ფასები ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამას გარდა, რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რომელიც კრემლის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG