ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ნაშუადღევს ამომრჩეველთა 32.05 პროცენტს ჰქონდა არჩევნებში ხმა მიცემული. ეს მაჩვენებელი შარშარნ საპარლამენტო არჩევნების დროს 44.99 პროცენტი იყო.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიებში 3 537 719 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ თემად საარჩევნო სიები გამოიკვეთა. მაგალითად, ბათუმში 200-ზე მეტმა ადამიანმა ხმის მიცემა ვერ შეძლო იმის გამო, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა.
ასევე დაფიქსირებული იქნა შემთხხვევები, როცა ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით აძლევდა კანდიდატს ხმას ან პირადობის დამადასტურებელ საბუთად არა პირადობის არამედ მართვის მოწმობას იყენებდა.