50 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა. 1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „ მე მაქვს ოცნება“ და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა. ეს ღონისძიება ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი კრის სიმკინსი ამერიკის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი აქციის შესახებ მოგვითხრობს.
ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩამოსული ორას ორმოცდაათიათასზე მეტი ადამიანი დემონსტრაციაზე თანასწორი უფლებების დასაცავად და სამუშაო ადგილების მოთხოვნით გამოვიდა. ეს აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა.
მაშინ ამერიკაში აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის შემცველი კანონები მოქმედებდა. ჯესი ჯექსონი ამბობს, რომ მარტინ ლუთერ კინგს ამ დემონსტრაციის სიმბოლურობასთან დაკავშირებით ნათელი ხედვა ჰქონდა.
ჯესი ჯექსონი: მისი ოცნების გამომხატველი სიტყვა ყველა იქ მყოფი ადამიანის სურვილს გამოხატავდა. და მათ საკუთარი უფლებების დასაცავად უფრო მეტ შემართებას აძლევდა.
ისინი, ვინც ამ აქციას ესწრებოდნენ, ამბობენ რომ აქციაზე სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება იმაში, რომ ამ დემონსტრაციას ჰქონდა ძლიერი მუხტი იმისთვის, რომ ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაცია დამთავრებულიყო. მაშინდელი აქციის მონაწილე უილიამ ბლუ ამბობს, რომ ამ ღონისძიებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
უილიამ ბლუ: ქვეყნის ისტორიაში პირველად, ყველამ ერთად შეკრება შეძლო, და ერთხმად განაცხადა ის, რაც სურდა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო რაც მანამდე არ მომხდარა.
ამ შეკრებაზე მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ამერიკის მჭერმეტყველების ისტორიაში საუკეთესო გამოსვლად შეფასდა.
მარტინ ლუთერ კინგი: მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს.
მარტინ ლუთერ კინგმა თავის გამოსვლაში აფრო-ამერიკელების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მარტინ ლუთერ კინგი: ეს ლაქა ამერიკამ უნდა მოიშოროს, და ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება ახლა.
ყველაზე ამაღელვებელი კინგის გამოსვლაში ის ნაწილი იყო, როდესაც ის ამერიკელ ხალხს საკუთარი მისწრაფებების შესახებ ესაუბრებოდა.
მარტინ ლუთერ კინგი: ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს.
კონგრესმენი ჯონ ლუისი, რომელიც ამ ისტორიულ აქციას ესწრებოდა, აცხადებს რომ მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა ამაღელვებელი იყო.
ჯონ ლუისი: მან ეს ლინკოლნის მემორიალის მარმარილოს საფეხურები თანამედროვე ლიდერის კათედრად გარდაქმნა. მან განაცხადა, რომ მისი ეს ოცნება რომელზეც ისაუბრა, ამერიკულ ოცნებასთან ღრმა კავშირშია.
მარტინ ლუთერ კინგი: ჩემი ოცნება ამერიკულ ოცნებასთან ძლიერ არის დაკავშირებული. ჩემი ოცნებაა, რომ ხალხის ნებამ თავის საწადელს მიაღწიოს და ამ დევიზის მნიშვნელობა გამართლდეს.
დიკ მაილსი ამ აქციაზე მოსულ ბევრ თეთრკანიან მხარდამჭერს შორის იდგა.
დიკ მაილსო: ბევრი არ მოელოდა რომ კინგის გამოსვლა ასეთი შთამბეჭდავი იქნებოდა. მისმა სიტყვებმა ყველა ადამიანის გულისნადები გამოხატა.
ვაშინგტონის მარშის დროს მარტინ ლუთერ კინგმა ამერიკელებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.
მარტინ ლუთერ კინგი: თავისუფლება, თავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლა. უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ.
ჯონ ლუისი იხსენებს, რომ დემონსტრაციის შემდეგ სამოქალაქო უფლებების დაცვის ლიდერები თეთრ სახლში პრეზიდენტმა კენედიმ მიიღო.
ჯონ ლუისი: შუადღეს ისინი თეთრ სახლში პრეზიდენტმა კენედიმ მიგვიპატიჟა. ეს ძალიან საამაყო ფაქტი იყო, რაც უდავოდ კინგის გამოსვლამ გამოიწვია. კენედიმ თითოეულ მათგანს უთხრა რომ კმაყოფილი იყო ამ აქციით, შემდეგ კი კინგს მიმართა, რომ მისი ოცნება ასრულდება.
მარტინ ლუთერ კინგი: ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ გამართულ დემონსტრაციებს შორის
.
ისტორიკოსები ამ დემონსტრაციას ახასიათებენ, როგორც ყველაზე მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა.