ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციები ვენესუელაში


ვენესუელაში გამართულ არჩევნებში დამარცხებული ენრიკე კაპრილესი და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. კარაკასის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები ვენესუელის სხვა პროვინციულ ქალაქებშიც გაიმართა. საარჩევნო კომისიამ ორშაბათს გამარჯვებული ნიკოლას მადურო ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა. უგო ჩავესის მიერ პირადად შერჩეული, მისი საქმის გამგრძელებელი ძალზე მცირე უპირატესობით სარგებლობს. მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50.7 პროცენტი მოიპოვა, კაპრილესმა კი 49.1.
XS
SM
MD
LG