როგორც სირიელ ამბოხებულთა არმია აცხადებს, ისინი დამასკოს გათავისუფლებისთვის შეტევაზე გადადიან. დედაქალაქისთვის ბრძოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 1000-ზე მეტი სირიელი თურქეთში გაიქცა. მათ შორის ერთი გენერალიც იყო. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი თურქეთ-სირიის საზღვარზე ამბოხებულთა ერთერთ სარდალს შეიარაღებული ოპოზიციის სტრატეგიაზე ესაუბრა.
სირიელი ამბოხებულები კამერის წინ ხშირად ჩნდებიან და მთავრობის მოქმედებას აპროტესტებენ. ასევე პირობას დებენ, რომ მალე გაიმარჯვებენ. თავისუფალი სირიის არმიის ომარ ალ-მუხტარის ბატალიონი იდლიბის პროვინციაში მოქმედებს.
ბატალიონის ხელმძღვანელი აჰმად ალ-კანატრე აბუ ჰამზა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ამბოხებულთა შეიარაღებულმა ძალებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, როგორც ტერიტორიული, ასევე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. მისი თქმით, მათ სამთავრობო ძალებიდან გამოქცეული ჯარისკაცები უერთდებიან.
„დეზერტირთა რაოდენობა უკვე 100 ათასს აღწევს. ახლა უკვე ჯგუფებად გარბიან არმიიდან და ეს ახალი ფენომენია. დეზერტირობის მიზეზი კი რეჟიმის ქცევაა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ხალხს ხოცავს. ჯარისკაცები აცნობიერებენ, რომ რეჟიმი მალე დაეცემა,“ - ამბობს ჰამზა.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ვიდეოზე, ნაჩვენებია იარაღის საწყობები, რომელთაც უკვე ამბოხებულები აკონტროლებენ. აბუ ჰამზა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მათ უცხოეთის ქვეყნები აწვდიან შეიარაღებას. თუმცა, ის ამბობს, რომ მათ საზღვარგარეთიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.
„ჩვენ გვჭირდება არასაფრენი ზონის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს გააკეთოს, რადგანაც ასადის საბრძოლო თვითმფრინავები უიარაღო ხალხს ებრძვიან, უმიზნებენ ყველაფერს რაც მოძრაობს. ჩვენ საკუთარ თავის დაცვის გარდა სხვა გზა აღარ გვაქვს,“ - ამბობს ჰამზა.
თავისუფალი სირიის არმიის ბევრი მებრძოლი თურქეთში მდებარე დევნილთა ბანაკებში ცხოვრობს. ერთერთი თურქმანული წარმოშობის მებრძოლი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ ის იდლიბის პროვინციაში გამართული ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულია.
„თავისუფალი სირიის არმია ქვეყნის დიდ ნაწილში მოქმედებს. ფაქტობრივად მთავრობა მხოლოდ დიდ ქალაქებს, დამასკოს, ალეპოს და ლატაკიას აკონტროლებს. ამ ქალაქების გარშემო კი ყველაფერი ჩვენ კონტროლს ექვემდებარება,“ - ამბობს ანონიმი მებრძოლი.
გუშინ ბრძოლები დამასკოშიც დაიწყო. როგორც ამბოხებულები აცხადებენ, მათ სირიის დედაქალაქი უნდა გაათავისუფლონ. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მათ ამისთვის საკმარისი ძალა არ გააჩნიათ.