ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მზადაა პუტინის უახლოეს გარემოცვას სანქციები დაუწესოს


ორშაბათს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, პუტინის უახლოესი წრის და მასთან ახლო მყოფი ელიტის სია მოამზადეს, რათა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ეკონომიკური სანქციები დაუწესონ.

ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით თქვა: „ჩვენ დავადგინეთ იმ პირების ვინაობა, რომლებიც კრემლის შიდა წრეებს მიეკუთვნებიან ან მასთან ახლოს არიან და მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში როლი გააჩნიათ, ან სულ მცირე, კრემლის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელის თანამონაწილეები არიან“.

შეერთებულმა შტატებმა რუსული ელიტისთვის, რომელიც ამ კრიტერიუმს შეესაბამება და მათი ოჯახის წევრებისთვისაც კონკრეტული სანქციების პაკეტები შეიმუშავა. ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამ ძალისხმევას შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად მიმართავენ.

უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსი ოლიგარქების დასჯა, შეერთებული შტატების გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სანქციები უშუალოდ პუტინს დაუწესდეს.

ოფიციალურ პირს, სანქციების სამიზნე რუსი პირების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი განსაკუთრებით მოწყვლადი სამიზნეა, რადგან დასავლეთთან ღრმა ფინანსური კავშირები აქვს.

XS
SM
MD
LG