ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა სპეცრაზმელებმა 14 მაისს, რუსთაველზე "გაიტაცეს". გადამეტებული ძალის გამოყენების ამსახველი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში მოხვდა, მათ შორის "ფორმულასა" და "ბათუმელების" კამერაშიც. ქაცარავას სახის ძვლები დაუმტვრიეს.
ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზას აშენებენ.
ოჩამჩირეში რუსეთი თუ გახსნის მუდმივ სამხედრო ბაზას, "საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს. საზღვაო ბაზის გახსნით კიდევ უფრო იზრდება ოკუპაციის ხარისხი. მით უმეტეს, რომ საქართველოს არ გააჩნია საზღვაო ბაზა და განსაკუთრებით მოწყვლადია, ამ მიმართულებით," - სალომე მინესაშვილი, GIP
„ოჩამჩირის პორტი, რომელიც უკვე რუსულ სამხედრო პორტად გარდაიქმნება, ანაკლიიდან დაშორებულია 32-35 კილომეტრით. ანაკლიის პორტის მშენებლობა გაჩერებულია, მაგრამ, შესაძლოა, ვერც გაგრძელდეს, რადგან მის სიახლოვეს რუსული სამხედრო ფლოტის არსებობა, დიდი საფრთხეა,“- დავით ქაცარავა, „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი.
მეტის ჩატვირთვა