რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომში, უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, არამედ - ისტორიის შესანარჩუნებლადაც. უკრაინელები ამბობენ, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რათა წაშალოს ქვეყნის ისტორია და მისი, როგორც ერის იდენტობა.