უკრაინელ ლტოლვილთა ნაწილმა საქართველოში იპოვა თავშესაფარი. გაეროს 2023 წლის მაისის მონაცემით, საქართველოში 24 180 უკრაინელი იმყოფება. ნაწილმა სირთულეების მიუხედავად საქართველოში ინტეგრაცია შეძლო. ამ პროცესში უკრაინელებს ორგანიზაცია "დოპომოგა უკრაინიც" ეხმარება, რომელიც 4-მა მოხალისემ შექმნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა. NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად კი ყოველი მეექვსე ადამიანი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. რა გავლენას ახდენს მზარდი ემიგრაცია ქვეყნის ეკონომიკასა და დემოგრაფიაზე?
მსოფლიოს დიდმა ნაწილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და მას არაპროვოცირებული ომი უწოდა. კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრესორი უკრაინისგან იცავს თავს. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ ნარატივს საქართველოს მოქალაქეების ნაწილიც იზიარებს.