ღვინის მაგისტრი და ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნის ავტორი - ლიზა გრანიკი ამბობს, რომ მისი პოპულარიზაციისთვის გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო. გრანიკი ფიქრობს, რომ ქართული ღვინის ხარისხი უმჯობესდება, თუმცა ამერიკის ბაზარზე მაღალი სტანდარტებისა და უდიდესი კონკურენციის გამო, სამუშაო კვლავ ბევრია.
8 საერთაშორისო აღიარება ბოლო 6 თვეში - ბექა სიხარულიძის ფილმი “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩენდლერის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ბოლოს კი ფილმა ნიუ- იორკშიც ერთ-ერთი სპეციალური პრიზი და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოც მიიღო.
ამერიკელი მწერალი საქართველოზე მორიგ წიგნს წერს, ამჯერად - სამეგრელოზე. ისტორიკოსი პიტერ სკინერი უკვე წლებია საქართველოს შესახებ უცნობ ისტორიებს აგროვებს, წიგნებს წერს და შემდეგ მათ საკუთარი სახსრებით გამოსცემს. მას ამერიკაში საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით ერთგვარი რეკომედაციებიც აქვს.
ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე „ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე G-100 – მსოფლიოს ქალ ლიდერთა გაერთიანების პრეზიდენტის მრჩევლად დაასახელეს. მრჩეველთა საბჭოში სულ 15 წევრია. ის აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მსოფლიო ქალთა ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარედ 2021 წელს აირჩიეს
ჯანსუღ კახიძე , გია ყანჩელი, გიორგი ცაბაძე- ნიუ იორკის სცენაზე ქართული კინომუსიკა გაცოცხლდა. მუსიკომა გიორგი მიქაძემ თავის ალბომში - Face to Face - კინომუსიკა ჯაზში გადაიტანა და ამერკელ და ქართულ მაყურებელს ამ სახით გააცნო. მუსიკოსის ალბომს პარიზისა და ნიუ იორკის შემდეგ, თბილისშიც მოუსმენენ.
საქართვრლოს მთავრობა ამერიკის ბაზარზე ღვინის მარკეტინგისთვის ხარჯებს $400-დან $600 ათასამდე გაზრდის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართული ღვინის ცნობდობა აშშ-ში ჯერ დაბალია. რა მარკრტინგული კამპანიები იგეგმება და რის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ქართლი ღვინო ამერიკულ ბაზარზე უკეთესად წარმოჩნდეს?
ნიუ-იორკის კულინარის ერთ-ერთმა სკოლამ გაკვეთილების ჩამონათვალში ქართული სამზარეულოს გაკვეთილები დაამატა. სტუდენტებს გაკვეთილებზე რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძის მომზადებას ასწავლიან.
ამ ქალაქში ახალი წლის შესახვედრად ხალხი მსოფლიოს ბევრი წერტილიდან ჩამოდის, მათ შორის, საქართველოდანაც. არიან ისეთებიც, ვინც აქ უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და ქართულ ტრადიციებს ამერიკულთან ერთად ამკვიდრებს. როგორი იყო ქართველების დღესასწაული ნიუ -იორკში და ვის სად უყვარს ახალ წელთან შეხვედრა?
შესწორება: შობისთვის დიდი სამზადისია ნიუ-იორკში. საშობაო ლიტურგია იქ ახლა უკვე ორ ქართულ მართმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. ცოტა ხნის წინ მსახურება მანტეჰენტზე მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარშიც აღდგა. როგორ ხვდებიან ქართველები შობას და ახერხებენ თუ არა ისინი სამშობლოდან შორს ტრადიციებს შეინარჩუნებას.
4 ათასამდე სკეჩი,1500-ზე მეტი დიდი ტილო, კრისტის აუქციონი, ჯიორჯეტი, კადილაკის პროექტი… ჩამონათვალს მალე რამდენიმე ახალი, მეგა პროექტიც დაემატება. თამუნა ქემერტელიძე გიამბობთ ნიუ-იორკიდან, რა გეგმები აქვს დევიდ პოლ ქეის სახელით ცნობილ ქართველ მხატვარს.
საჭიროებების 2023 - ასე შეაფასეს აშშ-ში მოქმედმა ქართულმა ბიზნესებმა გასული წელი. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2023 წელი გაფართოების, ახალი ბაზრების ათვისების და ზრდის წელი იყო. რა სიახლეებით ხვდებიან ისინი ახალ წელს და ასევე, რამ განაპირობა ინვესტორთა ვიზების ზრდა ამერიკაში?
ამერიკაში არსებული ქართული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ნიუ-იორკში შეიკრიბნენ. შეხვედრას, რომელიც ბიზნეს-კლუბ „კონეთის“ ორგანიზებით ჩატარდა, ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, ამერიკელი ექსპერტები და ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც ქართული ბიზნეს წამომადგენლების დახმარების სურვილი აქვთ.
Etta James, Sun Ra, Cecil Taylor, Elvin Jones და მანანა მამულაიშვილი. გრემის 12-გზის მფლობელი Jay Newland-ი მეგა ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მომღერლითაც ინტერსდება. მომღერალმა პირველი ალბომი უკვე გამოცა და ნიუ-იორკში საკუთარი ბიზნესიც დაიწყო.
საშობაო კონცერტი Christmas spectacular ნიუ-იორკის სცენას დაუბრუნდა.წელს Radio City Music Hall-ის სცენაზე, ქართველი 11 წლის ბარბარეც იდგა. ბარბარე პირველი ქართველი ბავშვია, რომელმაც წლის ერთ-ერთი მთავარი საშობაო მიუზიკლი გახსნა. როგორ და რატომ შეარჩია „რადიო სითი ჰოლმა“ ბარბარე ამ წარმოდგენისთვის?
თანამედროვე ქართველ მწერალთა წიგნები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში შედის. დათო ტურაშვილის, ზაირა არსენიშვილის, თამთა მელაშვილის, ბესო სოლომონაშვილის და სხვათა წიგნებზე წვდომა, მილიონობით ადამიანს ექნება. წამოწყებას სათავეში ორგანიზაცია "შინ" უდგას.
ბრუკლინის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ აღმართეს. "დიანა ბაგრატიონის ფონდმა" კი უკვე მეხუთედ, ქართველი ემიგრანტები დააჯილდოვა. ქალაქის მთავრობასთან ერთად, ფონდი ყოველ წელს იმ ქართველებს ასახელებს, ვისაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეაქვთ.
125 ზე მეტი წარმოდგენა ნიუ - იორკში - ასეთია ქართველი ქართველი ბარიტონის ამერიკული პორტფოლიო. გიორგი გაგნიძე წელსაც მეტროპოლიტენის სცენაზეა და ის მაყურებლის წინაშე ამჯერად ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუკოთი” წარდგა. ამ სცენაზე ის მომავალ წელსაც დაბრუნდება.
ქართული დიასპორის წარმომადგენლები ისრაელში მომხდარს აფასებენ. მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ აზრს ისინი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ თამუნა ქემერტელიძეს უზიარებენ.
მეტის ჩატვირთვა