პენსილვანიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის ქართულ მონასტერში, უჩვეულო ჯვრისწერა აღსრულდა. ახალგაზრდა ამერიკელმა წყვილმა, სრულიად ქართული ტრადიციის შესაბამისი ჯვრისწერა ისურვა და ამისთვის დიდი მანძილის გავლასაც არ მოერიდა. ეიდენი და სარა, თავისი სტუმრებიანად, პენსილვანიაში ალასკიდან ჩამოვიდნენ.