შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაუყოვნებლად დაწესების შესახებ მოწოდებები უარყო. სახელმწიფო მდივანმა კვირას თქვა, რომ ამის გაკეთებით საფუძველი გამოეცლება დასავლეთის შესაძლებლობას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოტენციური აგრესია შეაკავოს.
ასევე ნახეთ: ექსკლუზიური ინტერვიუ ენტონი ბლინკენთანუკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრამ დასავლეთში გააღვივა შეშფოთება, რომ შეიძლება რუსეთი უკრაინაში შეიჭრას. შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთი ძლიერი ეკონომიკური შედეგებით იმუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეჭრას არ გეგმავს.
„სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ „სანქციებს რაც შეეხება, ამ სანქციების დანიშნულება ისაა, რომ რუსეთის აგრესია შეაკავოს. თუ ამას ახლა ავამოქმედებთ, შემაკავებელ ეფექტს დავკარგავთ“.
დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც კრემლს ბრალი დასდო, რომ ის უკრაინაში მთავრობის შეცვლას და პრო-რუსი ლიდერის დასმას გეგმავს.
გასულ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ სანქციების ახლავე დაწესებას ემხრობა. ასეთი შეხედულება კვირას რესპუბლიკელმა კანონმდებლებმაც გაიზიარეს.