თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია. ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობით სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა. ინფრომაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ასევე ნახეთ: 28 ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში კორონავირუსით დაინფიცირდათავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე, პრეზიდენტის დავალებით, პირადად ესაუბრა მათ.
გელა გიორგაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობის კურსს გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია." - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი ჯარისკაცები კორონავირუსით ავღანეთში დაინფიცირდნენ და სამშობლოში რამდენიმდე დღის წინ, ვადაზე ადრე დაბრუნდნენ.