ზიმბაბვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ამომრჩევლებს და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამომრჩევლები ორშაბათს გამართული არჩევნების შედეგების გამოცხადებას ითხოვდნენ, რაც საარჩევნო კომისიამ ოთხშაბათს ერთი დღით გადადო.
პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეჯახებებს 3 ადამიანი ემსხვერპლა. დამოუკიდებელი გამოძების ინიციატივით გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა ოპიზიციის ლიდერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სიტუაციის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად.
ოპოზიციური “დემოკრატიული ცვლილების მოძრაობის” ლიდერი ნელსონ ჩამისა მთავრობას არჩევნების გაყალბებაშ ადანაშაულებს.
გუშინ გამოქვეყნებული, წინასწარი შედეგების თანახმად, ზიმბაბვეს მმართველმა „ზანუ-პი ეფ“ პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა - 210 ადგილიან პარლამენტში 109 ადგილი მოიპოვა.