უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამში, თითქმის 1,000 რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების დროს.
საჰაერო განგაში დღეს, 30 იანვარსაცაა გამოცხადებული უკრაინის რამდენიმე რეგიონში. რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"რუსეთმა სხვადასხვა ტიპის 330 რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ წლის დასწყისიდან მოყოლებული",- დაწერა სოციალურ ქსელ "ექსში" ზელენსკიმ.
"ასეთი ტერორისტული ზეწოლის გაძლებას შესაბამისი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. სწორედ ასეთი ტიპის საჰაერო თავდაცვის შექმნას ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. საჰაერო თავდაცვა და ელექტრონული ომი ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ - ეს მიღწევადია“,- ამბობს უკრიანის პრეზიდენტი.
უკრაინის სამხრეთში, ხერსონის ოლქის სოფელ ველეტენსკში, 30 იანვარს, რუსული დაბომბვისას ერთი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო მისი ცოლი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული პროკურატურა ავრცელებს.
ასევე ნახეთ: რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთმა 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდორეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში, მდინარე დნიპროს გადაღმა 272 ჭურვი გაისროლეს.
დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა რუსული დაბომბვის შედეგად მირნოგრადის დასახლებაში. ამის შესახებ, 30 იანვარს რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშინმა განაცხადა.
ასევე დონეცკში, ფალიშკინისვე ინფორმაციით, ქალაქ ავდიივკაში, რუსული ჭურვები მოხვდა კერძო სახლს, რის შედეგადაც დაიღუპა 47 წლის ქალი.
რუსული ძალები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ადვიივკას ხელში ჩაგდებას. მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქის განურჩეველი დაბომბვის შედეგად, ავდიივკას უმეტესი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.