ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მსოფლიო ლიდერები მან გააფრთხილა, რომ არავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, როდესაც რუსეთი უკრაინაში, ევროპის შუაგულში, ომს აწარმოებს.

მან აღნიშნა, რომ გლობალიზებულ სამყაროში არ არსებობს "სხვისი ომი" და რომ ყველა ლიდერი, არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ბედზე პასუხისმგებლობას იზიარებს.

მოსკოვი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში, რომელმაც დღემდე 13 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზელენსკის თქმით, "უკრაინა მშვიდობის მიღწევას ცივილიზებული გზით ცდილობს ."