ზაზა გახელაძის ოჯახმა ცხინვალში გადასვლა გადაიფიქრა
Your browser doesn’t support HTML5
ზაზა გახელაძის ოჯახმა, მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია დაანონსა, ასევე განაცხადა, რომ ოჯახის რამდენიმე წევრი დე-ფაქტო ცხინვალის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდოდა, რათა ისინიც ისევე უკანონოდ დაეკავებინათ, როგორც ზაზა დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ ეს განზრახვა მათ პატრიარქმა გადააფიქრებინა.