დავით ზალკალიანი ვაშინგტონშია

ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იგი 5 თებერვალს ესტუმრა აშშ-ის დედაქალაქს და 9 თებერვლამდე გაჩერდება აქ.

ვიზიტის პირველ დღეს, დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უეს მიტჩელს და რამდენიმე გავლენიან სენატორს, მათ შორის რესპუბლიკელ კანონმდებლებს ჯეიმს რიშსა და რონ ჯონსონს. 6 თებერვალს იგი მთელი დღის განმავლობაში ესწრება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გლობალური კოალიციის სხდომას.

7 თებერვლიდან ზალკალიანი გააგრძელებს ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს, მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში დაგეგმილ შეხვედრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ბოლო დღეს ათასწლულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ პირს, სინტია ჰაგერს ხვდება.