იემენში ალ ყაიდას წევრები მოკლეს

US

ამერიკული დრონებით იემენში განხორციელებული იერიშების შედეგად ჯამში სულ ცოტა 30 ეჭვმიტანილი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
იემენის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დრონებით განხორციელებული სამი იერიშის დროს ალ ყაიდას 12 წევრი იქნა ლიკვიდირებული.

უსაფრთხოების ოფიციალური პირების განცხადებით, უკანასკნელი იერიშები მიტანილი იქნა სამ მოძრავ მანქანაზე, რომლებშიც ეჭვმიტანილი ტერორისტები ისხდნენ.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამერიკული დრონებით იემენში განხორციელებული იერიშების შედეგად ჯამში სულ ცოტა 30 ეჭვმიტანილი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.