შეიარაღებული თავდასხმა იემენში

იემენის თავდაცვის მინისტრზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა
იემენის თავდაცვის მინისტრზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, სანაში მომხდარ იერიშში თვითმკვლელი ტერორისტი და რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელთა უმრავლესობა მოკლულია და სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. იემენის უსაფრთხოებაზე იერიში ძირითადად ალ-ყაიდას შენაერთებს მიაქვთ. შეტაკებაში სულ 20 ადამიანი დაიღუპა.