აშშ-მ იემენში სამი რადიოლოკაციური სადგური დაბომბა

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ იემენში, ჰუთი მეამბოხეების კონტროლირებული ტერიტორიიდან, წითელ ზღვაში ამერიკული ნაღმოსნის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდსხმებზე საპასუხოდ, სამი რადიოლოკაციური ობიქეტი დაბომბეს.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადიოლოკაციური ობიექტების განადგურება, სამომავლოდ, გემების ადგილმდებარეობის განსაზღვრის და მათი განადგურების უნარს დაბლოკავს.