67 წლის მინესოტელმა მამაკაცმა, რომელიც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით უკმაყოფილყო იყო, ერთ-ერთ კლინიკაში ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმისას ხუთი პაციენტი დაშავდა.
გრეგორი პოლ ურლიჩი, ბუფალოს ერთ-ერთ კლინიკას სამშაბათს დილით დაესხა თავს. სამართალდამცავებმა ის მოგვიანებით დააკავეს. გუბერნატორი თიმ უოლცი აცხადებს, რომ თავდასხმისას მამაკაცმა ხელნაკეთი ბომბიც გამოიყენა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, აფეთქდა თუ არა მოწყობილობა. შემთხვევის ადგილზე, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ასაფეთქებელი მოწყობილებების სპეციალისტები გაგზავნა.
ასევე ნახეთ: იუსტიციის დეპარტამენტი პოლიტიკური საქმეების პროკურორების გადადგომას არ მოითხოვსმიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თავადასხმის ზუსტი მოტივი ცნობილი არ იყო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უილრიხს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისტორია რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება. ის უკმაყოფილო იყო მომსახურებით, რასაც ჯანდაცვის ამ დაწესებულებებში იღებდა“ - განაცხადა პოლიციის უფროსმა, პატ ბუდკემ. მან თქვა, რომ სროლა შიდატერორიზმის შემთხვევად, როგორც ჩანს, არ განიხილება.