საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას, ერთგვარად, მწერლისა და კომენტატორის, მემარჯვენე ერიკ ზემოურის პოპულარობის ზრდას, ასევე ისლამისა და იმიგრაციის შესახებ გამაღიზიანებელი რიტორიკა აყალიბებს. ზემოური დღეს სასამართლოს წინაშე, რასობრივ ნიადაგზე სიძულვილის წაქეზების ბრალდებით წარსდგება.
საქმე ეხება, გასულ წელს, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ზემოურმა მიგრანტ ბავშვებს „ქურდები, მკვლელები და მოძალადეები“ უწოდა.
ასევე ნახეთ: ავადობის და სიკვდილობის პროცენტული რაოდენობით ევროპა დღეს მსოფლიოს ლიდერიაზემოურს 2022 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არცევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. თუმცა, ის მომავალ კანდიდატად განიხილება.
მწერალი სასამართლო პროცესზე დასწრებას არ გეგმავს, რადგან როგორც თავად აცხადებს, არ სურს სასამართლო „პოლიტიკურ არენად“ იქცეს.
ზემოურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა.
„მას „რასობრივ სიძულვილს“ ედავებიან, მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, მიუსაფარი მიგრანტი ბავშვი არ გულისხმობს არც რასას, არც ეროვნებას, არც ეთნიკურობას“ - აცხადებს ოლივიე პარდო.