2026 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
მასპინძლად სამი ქვეყნის კანდიდატურას ფიფას 134-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 65-მა წევრმა კი ხმა მაროკოს სასარგებლოდ მისცა.
„ფიფას“ გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას "არაჩვეულებრივი იდეა უწოდა".
2016 წელს თამაშები ამერიკის 17 ქალაქში გაიმართება, მათ შორის დედაქალ ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბოსტონში, ფილადელფიაში, ლონ ანჯელესში და სან-ფრანცისცკოში.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი 2018 ოფიციალურად გაიხსნება რუსეთში. 2022 წლის ჩემპიონატს კი ყატარი უმასპინძლებს.