სირიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებენ

მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს სირიის მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარგზავნილის კოფი ანანის მიერ იყო შეთავაზებული.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკა ვერ ხედავს სირისს მთავრობის უკან დახევის ნაბიჯებს, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს განსჯის არა მის მიერ გაკეთებული დაპირებებით, არამედ შესრულებული ვალდებულებებით. თავის მხრივ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ დასძინა, რომ " ასადმა კოფი ანანი მოატყუა" და იმის ნაცვლად რომ ხდებოდეს ჯარების უკან დახევა, სირიის მთავრობა მძიმე შეიარაღებას იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ.