18 გატაცებული გემი და 344 მძევალი

18 გატაცებული გემი და 344 მძევალი

ასეთია ნაოსნობის მონიტორინგის სააგენტოს მონაცემები

ნაოსნობის მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, წლევანდელი წელი მეკობრეების მიერ განხორციელებული 142 თავდასხმის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებიდან 97 სომალის სანაპიროს წყლებში განხორციელდა. თუმცა გასული წლის ამ დროს მეკობრეებმა მსგავსი შეტევები მხოლოდ 33 ჯერ განახორციელეს.

ნაოსნობის მონიტორინგის სააგენტოს მიერ გამოცემული ანგარიშის მიხედვით, წელს განსაკუთრებული აქტიურობით სომალელი მეკობრეები გამოირჩეოდნენ.

18 გატაცებული გემი და 344 აყვანილი მძევალი სომალელმა მეკობრეებმა მხოლოდ სამთვიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. დანარჩენი ინციდენტების დროს კი ზოგიერთი გემი აყვანისთანავე გათავისუფლდა, ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს. რაც შეეხება დაღუპულებს მეკობრეებმა თავდასხმების დროს ეკიპაჟის შვიდი წევრი გამოსალამეს სიცოცხლეს და 34 დაჭრეს.