ამერიკაში საბაზრო მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა უოლსტრიტზეც
აზიის საფონდო ბირჟებზე დღეს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი შეერთებული შტატების ეკონომიკის პოზიტიური მაჩვენებლების გამოქვეყნება გახდა. ამერიკაში საბაზრო მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა უოლსტრიტზეც.
შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომელთაც ბოლო კვირაში უმუშევართათვის გათვალისწინებული შეღავათები მოითხოვეს, 5 ათასით შემცირდა. ამასთან, გასულ თვეში ახალმა სამუშაო ადგილებმა ათობით ათასს გადააჭარბა. ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ, როგორც ჩანს, დაჩრდილა ეგვიპტეში მიმდინარე არეულობა, რამაც გასულ დღეებში აზიის ბირჟებზე აქციებზე ფასების ვარდნა და საწვავზე ფასების მატება გამოიწვია.