მსოფლიო ხანგრძლივი და ღრმა რეცესიიდან გამოდის

მსოფლიო ხანგრძლივი და ღრმა რეცესიიდან გამოდის

მსოფლიო ხანგრძლივი და ღრმა რეცესიიდან გამოდის, პროცესიდან რომელსაც ანალოგი 1930 იანი წლების ამერიკის ეკონომიკურ პრობლემებშუ თუ მოეძებნება. ახლა, პოსტ ფინანსური კრიზისის პერიოდში როცა მსოფლიოს სახელმწიფოები თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტში მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი აცხადებს, რომ ცვლილებების ტემპი და ტექნოლგიური ინოვაციები არაორდინალურია და რომ სახეზეა ახალი რეალობა.

შვაბი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გეო-პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური ძალის გადატანაა განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად სახელმწიფოებში.

შვაბი: „ეს არ არის მხოლოდ კრიზისის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგი. უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, მსოფლიოს ადაპტაციის დროს შოკის ტალღების გადატანა მოუხდება. მოუთმენლად ველი ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებს, რაც განმსაზღვრელი იქნება იმისა-შევძლებ თუ არა ჰარმონიულ მსფლიოში ცხოვრებას. სწორედ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა იქნება დავოსის ფორუმის მთავარი თემა.

ცვალებადი და სწრაფად მზარდი მსოფლიო დავოსის წლევანდელი ფორუმის შერჩეულ სტუმართა სიიდანაც იჩენს თავს. შვეიცარიაში წელს მსოფლიოს 35 სახელმწიფოს ლიდერი ჩავა. ფორუმის მმართველი დირექტორი რობერტ გრინჰილი ამბობს რომ ეს ქვეყნები არა განვითარებადი მსოფლიოს ნაწილია, არამედ მათი უმრავლესობა უკვე განვითარებლია.

გრინჰილი: „ფორუმზე წელს შეიკრიბება განვითარების სხვადასხვადონის მქონე ბევრი ქვეყანა. მათ შორის ეთიოპიის პრემიერ მინისტრი. ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზუმა. აზიის ქვეყნებიდან გვეყოლება არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და რაღათქმა უნდა ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.

დავოსის მომავალ ფორუმზე სიტყვით წარსდგება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევი. დიდი ოცეულის ქვეყქნებიდან კი დასწრებას გეგმავენ მექსიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები.

ფორუმის ეგიდით იგეგმება ასობით ბიზნეს, პოლიტიკური, სამეცნიერო და კულტურლი თემის განიხლვა, რომლებიც ფორუმის ხუთდღიანი მუშაობის დროს ჩატარდება. ოფიციალური პროგრამის პარალელურად, მოხდება არაფორმალური შეხვედრები მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებს შორის.

და ბოლოს, მომავალი კვირის დავოსის შევედრის დროს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წარადგენს რისკზე რეაგირების ქსელს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს და საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს დაეხმარება სისტემური რისკების ამოცნობაში, რათა საბოლოო ჯამშჲ ამ რისკების დაძლევა და კრიზისების თავიდან აცილება მოხდეს.