ეუთოს ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური მდგომარეობა ზოგადად უმჯობესდება. ეუთოს მონაცემებით, პოზიტიური ძვრები შეინიშნება შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ასევე ევროზონის 17-ქვეყნიან ბლოკში და დიდ ბრიტანეთში.
რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, იქ ინვესტიციების რაოდენობა ბოლო კვირების განმავლობაში მართალია შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად მდგომარეობა მაინც შედარებით სტაბილურია. ევროზონაში განსაკუთრებით დაწინაურდნენ გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ჩინეთის და რუსეთის ეკონომიკა შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ ცუდი მაჩვენებლებია ორ წამყვან განვითარებად ქვეყანაში: ბრაზილიაში და ინდოეთში.