ბოლო ათი წლის განმავლობაში 2001-2010 წლებში 5,86 ტრილიონი დოლარი იქნა უკანონოდ მითვისებული მსოფლიოს 150 განვითარებად ქვეყანაში
კორუფცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის ცუდ ზეგავლენას ახდენს ერის განვითარებაზე და ქმნის კლიმატს, სადაც კანონს პატივს არ სცემენ. გლობალური კორუფციის მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ იმ ქვეყანათა ჩამონათვალი წარმოადგინა, სადაც კორუფციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით საკუთარი ქვეყნის ეკონომიკიდან, უფრო სწორედ მოსახლეობიდან დიდი ოდენობით თანხების გადინება მოხდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში 2001-2010 წლებში 5,86 ტრილიონი დოლარი იქნა უკანონოდ მითვისებული მსოფლიოს 150 განვითარებად ქვეყანაში - აცხადებს ორგანიზაცია „ფინანსური მიუკერძოებლობა.“
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში - 2,75 ტრილიონი დოლარი უკანონოდ იქნა მითვისებული.
ჩინეთს მექსიკა მოსდევს, სადაც კორუფციული თანხა 475 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ერთ ადამიანზე 4 500 დოლარია.
რუსეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა 152 მილიონი დოლარით.
აფრიკულ სახელმწიფოებში ნიგერიამ პირველი, ხოლო ზოგადად სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა კორუფციის მასშტაბით, რაც თანხაში 129 მილიონს შეადგენს. ერთ ნიგერიელზე ეს თანხა 864 დოლარია.
კორუფციის ტიპიური მაგალითი - სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ ქრთამის აღების ფაქტი- ორგანიზაციის დირექტორის რეიმონდ ბეიკერის განცხადებით, მხოლოდ 3-დან 5% მერყეობს.
„ თანხების უფრო დიდი ნაწილი კრიმინალური გზითაა მითვისებული, რაც რეიმონდ ბეიკერის განცხადებით მათი შეფასებით 30-35% მერყეობს მთლიანობაში. მაგრამ კომერციული გადასახადების გარეშე ეს 60-65% -ია, რაც ბუნებრივია ზოგად სიტუაციაში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.“
ასეთი თანხების უსაზღვრო მოძრაობა მსოფლიო ფინანსურ სისტემას სერიოზულ ჩრდილს აყენებს - აცხადებს ბეიკერი.
„კორუფციული სისტემების მთავარ ელემენტს წარმოადგენენ საიდუმლო იურიდიული დოკუმენტაციები, შენიღბული კორპორაციები, ანონიმური ანგარიშები, ყალბი საქველმოქმედო ფონდები.ასევე საეჭვო სავაჭრო ოპერაციები კორუფციული სისტემის ნაწილია. სისტემის ნაწილად აგრეთვე ითვლება ფულის გათეთრების სხვადასხვა საშუალებებიც.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოში უდიდეს „ფინანსურ ხვრელს“ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. სადაც ანონიმური კომპანიების ჩართვა კორუფციაში მარტივად ხდება. შემდეგ მათი მეშვეობით კი უკანონო ფულს ათეთრებენ.
კორუფციის მაკონტროლებელი ჯგუფები საუბრობენ საბანკო საიდუმლოების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში - როგორიცაა შვეიცარია, და ასევე კარიბის აუზის რამდენიმე კუნძული, რომელიც მომხიბლავად გამოიყურება კორუფციული გარიგებებისთვის. იქ მარტივია ნაღდი ფულის მოძრაობაც.
კორუფციის მასშტაბები იმდენად დიდია რომ მასთან საბრძოლველად საჭიროა გლობალური ძალისხმევა.
დაარსების დღიდან 1993 წლიდან, „საერთაშორისო გამჭირვალეობის“ კორუფციის მაკონტროლირებელი ორგანიზაცია მუშაობდა იმისთვის, რომ ამგვარი ინფორმაციის საჯაროობა მოეხდინათ . ამის მისაღწევად ახალი ტექნოლოგიები და სხვადასხვა საშუალებები იქნა გამოყენებული რომ ეს თემა დახურული არ ყოფილიყო.
“საერთაშორისო გამჭირვალობის“ თანა-თავმჯდომარე ფრენკ ვოგი საუბრობს რომ, ინტერნეტის დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოში ძალიან გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოება. იგი მადლობას უხდის სოციალურ მედიას და საგამოძიებო ჟურნალისტიკას. მისი აზრით სწორედ ჟურნალისტების და გაბედული პროკურორების დამსახურებაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმირებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტების შესახებ. ყოველთვის უკეთესია საზოგადოება ამის შესახებ იცოდეს. „
ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დეტალურ შესწავლას საჭიროებს რათა მთავრობასაც და კომერციულ სტრუქტურებსაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ კორუფციას ერთობლივად ებრძოლონ.