გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კლიმატის ცვლილება და კორონავრიუსის პანდემია წამყვანი თემები იყო. თუმცა, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ ყველას შეახსენა, რომ ისინი ერთ მნიშვნელოვან დეტალს სათანადო ყურადღების გარეშე ტოვებდნენ: "სამყაროს ვერ გადავარჩენთ, თუ ყველაზე მოწყვლადებს დავივიწყებთ - ქალებს, გოგონებს და უმცირესობებს".
როგორც ჩანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ქალთა წამორმადგენლობა ნელ-ნელა იზრდება. პირველი სამი დღის განმავლობაში სიტყვით 5 ქალი გამოვიდა, დღეს კი 8 ქალი ლიდერის გამოსვლაა დაგეგმილი.
პარასკევს, სამი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და 5 პრემიერ- მინისტრი დაიკავებენ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნას.
ასევე ნახეთ: გაეროს სამიტზე ყველაზე ხშირად კლიმატის ცვლილებასა და კორონა ვირუსზე საუბრობდნენ"როგორც ჩემი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტისთვის, გენდერული ბალანსის დაცვის მოლოდინი უფრო მძიმეა",- თქვა სამია სულუჰუ ჰასანმა, ტანზანიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის გამო, მსგავსი მიღწევები მის ქვეყანაში სულ უფრო მცირდება.
გაეროს ასამბლეაზე სულ 13 ქალი ლიდერი გამოვიდა, ან გამოვა სიტყვით. ისინი სპიკერების 10%-ს შეადგნენ, რაც მცირე მაჩვენებელია, თუმცა წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი გაზრდილია. გასულ სამიტზე მხოლოდ 9 ქალი ლიდერი გამოვიდა სიტყვით.
"შეუძლებელია არსებობდეს დემოკრატია, უსაფრთხოება და განვითარება კაცობრიობის ნახევრის [ქალების] გარეშე",- თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა ოთხშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.