თეადოშა ოსტინი-საქართველოზე შეყვარებული მუსიკოსი
Your browser doesn’t support HTML5
თეადოშა ოსტინი ამერიკელი მუსიკოსია, რომელმაც 2008 წელს, ზაქარია ფალიაშვილის შექმნილი იქამდე უცნობი საგალობლები იპოვა და მასზე მუშაობა დაიწყო. ფალიაშვილის ეს უნიკალური ნაწარმოები თეამ წლების შემდეგ საქართველოში დააბრუნა და პირველად, ფალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ის სრულად, ქართულ ენაზე შეასრულა.