რამდენად იქონია ზეგავლენა მენინგის მიერ ამ მასშტაბებით გაჟონილმა ინფორმაციამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე?
შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცმა და ერაყის ომის ვეტერანმა ბრედლი მენინგმა წინასწარ სასამართლო მოსმენაზე ჩვენების მიცემისას პირველი საჯარო განმარტებები გააკეთა მას შემდეგ, რაც ინტერნეტპორტალ „ვიკილიქსი”-სათვის ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გადაცემის ბრალდებით დააპატიმრეს. ეს შემთხვევა ამერიკის ისტორიაში საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად ითვლება. ბენინგის ადვოკატები ამბობენ, რომ მისი დაკავებისას ადგილი ჰქონდა უხეშ მოპყრობას. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ლუი რამირესი მოგვითხრობს დეტალებზე.
ბრედლი მენინგის მხარდამჭერთათვის, რომლებიც სასამართლო შენობის წინ სუსხიან ამინდში შეიკრიბნენ, იგი გმირია. ამერიკის სამხედრო პროკურორებისათვის კი, მენინგი მოღალატეა, რომელმაც ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტაცია გასცა და ამით მტერს დაეხმარა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 24 წლის ყოფილ სადაზვერვო ანალიტიკოსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
მენინგი სასამართლო გამოძიების თავიდან აცილებას ცდილობს და „ვიკილიქსისათვის” დოკუმენტაციის გადაცემაში თავის დამნაშევდ ცნობის წინადადებით გამოდის.
ამ კვირას, ინტერნეტ-პორტალის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა მენინგის საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ სამართლდება არა მენინგი, არამედ შეერთებული შტატების სამხედრო ძალაუფლება.
მენინგის ადვოკატები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულის მიმართ, მისი პატიმრობის პერიოდში, ადგილი ჰქონდა უხეში მოპყრობის შემთხვევებს. ხუთშაბათს მიცემულ ჩვენებაში, მენინგი აღნიშნავს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ იგი ძალიან პატარა ზომის კამერაში მოათავსეს, რომელიც მან გამოქვაბულს შეადარა და სადაც ეგონა, რომ მოკვდებოდა.
ანალიტიკოსების აზრით, ამ არგუმენტმა მენინგის მიმართ სიმპატია გააღვივა და ყურადღება გადაიტანა იმ ზიანიდან, რაც ინფორმაციის გაჟონვით შესაძლოა ყოფილიყო გამოწვეული. თავდაცვის ანალიტიკოსის, ლოურენს კორბის განმარტებით, ყოველივე ამან ეთიკური დილემის წარმოშობაც განაპირობა.
„ჩვენ არასოდეს გვქონია საქმე მსგავს ვითარებასთან, როდესაც ყველა საიდუმლო ტელეგრამა იყოს სააშკარაოზე გამოტანილი. ვფიქრობ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი გასამართლება სამართლიანი ვერ იქნება იმ მოპყრობის გამო, რაც მან მიიღო. მეორე ნაწილი ამბობს - როგორ შეგიძლიათ ადამიანს ასე მოეპყრათ იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ და რა პრინციპებს უნდა ვიცავდეთ,” - ამბობს ლოურენს კორბი.
ერაყში მსახურობის პერიოდში, მენინგმა ომის მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა და ის საიდუმლო მასალები, რომლებიც მან გაამჟღავნა, შეერთებული შტატების ჯარების მხრიდან სისასტიკის სავარაუდო ჩადენაზე მიუთითებს.
თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენად იქონია ზეგავლენა მენინგის მიერ ამ მასშტაბებით გაჟონილმა ინფორმაციამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ეს შემთხვევა ბადებს კითხვას, თუ რამდენად იყო მენინგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადეკვატური ჯარში სამსახუროდ.
მისი ყოფილი ზემდგომები მენინგს ემოციურად არამდგრად ადამიანად ახასიათებენ, რომელიც დაბნეული იყო საკუთარ სქესთან მიმართებაში და პრობლემები ჰქონდა სხვებთან ურთიერთობაშიც.
კორბის აზრით, ეს საქმე ჯარის შემოწმების პროცესის რეფორმირების საჭიროებაზე მიანიშნებს.
„2003-დან 2007 წლამდე, როდესაც ომი, განსაკუთრებით ერაყში, ძალიან არაპოპულარული იყო, ჯარს სერიოზული პრობლემა ჰქონდა ახალი კადრების აყვანის კუთხით. ამდენად, აუცილებელი გახდა სტანდარტების დაწევა. რეალურად, ჯარმა, 2003 წლიდან 2007 წლამდე 80,000 ეგრეთ წოდებული მორალური აცილება გასცა. ამდენად, ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არასოდეს არ უნდა მოხვედრილიყო სამხედრო სამსახურში.”
საქმისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით პენტაგონის წარმომადგენლებმა საუბრისგან თავი შეიკავეს.
სასამართლო პროცესის დაწყება, თუკი ის შედგება, დაახლოებით ორი თვის შემდეგ არის ნავარაუდევი.