ჯულიან ასანჟის საჩივარი არ დააკმაყოფილეს

ჯულიან ასანჟის საჩივარი არ დააკმაყოფილეს

ლონდონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვიკილიკსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საჩივარი შვედეთში ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით, სადაც მას სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ელის.

შვედეთის ხელისუფლება 40 წლის ასანჟს ერთი ქალის გაუპატიურებას და მეორესადმი სექსუალური ძალადობის მცდელობას აბრალებს. რასაც ვიკილიკსის დამფუძნებელი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ასანჟის ადვოკატებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ გააპროტესტონ თუ არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში.