ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი პოტენციური საფრთხის შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს იმ დიპლომატიურ წყაროებს, და პირებს, რომლებიც ვიკილიკსის მიერ გამჟავნებულ საიდუმლო მასალებში იქნა დაფიქსირებული.
გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და ადამიანის უფლებების აქტივისტების ერთი ჯგუფი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
გავლენიანი გაზეთის ჟურნალისტები იმოწმებენ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია მოხდა თუ არა ვინმეს დაკავება ან განხორციელდა თუ არა რომელიმე პირზე ზეწოლა მათი იდენტიფიცირების შედეგად ვიკილიკსის მასალებში.
თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები, ამასთან, აცხადებენ, რომ მრავალი დისიდენტი მუდმივი მუქარის ქვეშ არის მთავრობების მხრიდან, თუმცა რთულია განისაზღვროს ამგვარი ინციდენტების ზუსტი მიზეზები.