ვიკილიკსის დამაარსებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღადგინეს

შვედეთის პროკუტარურა ვიკილიკსის დამაარსებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღადგენს.

ჯულიან ასანჟს ბრალი 2 ქალის გაუპატიურებაში გასულ თვეს წაუყენეს. ბრალმდებელი მარიან ნიუ საქმეს დაუბრუნდა, თუმცა მანამდე სხვა ბრალმდებელმა არსებული სამხილი ბრალდებების წასაყენებლად საკმარსად არ მიიჩნია. ბრალმდებლის განცხადებით, გამოძიება გაგრძელდება.